ინოვაციური სტარტაპები, ტექნოლოგიები და მომავლის კარიერა: UG StartUp Factory საგანმანათლებლო კონფერენციასა და დემო დღეს გამართავს • Forbes Georgia
17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, UG StartUp Factory სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში პრე-აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას, Demo Day S2026-სა და საგანმანათლებლო კონფერენციას გამართავს. UG StartUp Factory საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრია, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს იდეების რეალურ ბიზნესად გარდაქმნაში ეხმარება. სწორედ ამ მისიას ასრულებს პრე-აქსელერაციის პროგრამა, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინიციატივა, რომლის ფარგლებში მონაწილეები …