ხუთი გამარჯვებული გუნდი და ₾50,000-იანი დაფინანსება - UG StartUp Factory-მ Demo Day S2026 გამართა • Forbes Georgia
17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა – UG StartUp Factory-მ, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში პრე-აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day | S2026 და საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა. წლევანდელი დემო დღე განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა. სტარტაპ პრეზენტაციების ტრადიციულ ფორმატს საგანმანათლებლო კონფერენცია დაემატა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სტუდენტები, სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ბიზნეს ლიდერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები. ღონისძიების პირველ …